Tuesday, March 14, 2017

ხევსურეთი

ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25'-42°27' და აღმოსავლეთი გრძედის 44°48'-45°18' (ფეროს მერიდიანიდან — 62°28'-62°55') შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი.
კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის (ცენტრი — შატილი).
ხევსურეთის არაგვის სათავე შედგება როშკა-ქმოსტისა, ბლოსა და გორშეღმის წყლის შენაკადებისაგან, რომელსაც გზაზე ერთვის: ხახმატის წყალი, ოხერხევი, ბუჩუკურთისა და ლიქოკის წყალი, დათვისის წყალი და აკუშოს ხევი. ჩრდილოეთიდან სამხრეთით მდინარე ხევსურეთის ამ არაგვს სოფელ მოწმაოსთან ერთვის ფშავის ხევის არაგვი და ამ ადგილსაც ორწყალი ეწოდება. ორწყლიდან (1154 მ) ფშავ-ხევსურეთის არაგვი მიდის ჟინვალის მიმართულებით, სადაც მას უერთდება მთიულეთის (თეთრი და შავი) არაგვი, და ეს გაერთიანებული არაგვი მცხეთასთან მტკვარს უერთდება. ორწყლიდან იწყება ხევსურეთის ტერიტორია და ამ არაგვის ხეობაშია მოქცეული პირაქეთი ხევსურეთი.

დასახლებებია: მოწმაო, დათვისი, გველეთი...

მდინარეები
პირაქეთა ანუ არაგვის ხევსურეთში მთავარი მდინარეა — ხევსურეთის არაგვი. მისი შენაკადებია:

მარჯვენა შენაკადები: დათვისხევი, ბუჩუკურთა, ოხერხევი, ბლოსღელე, ესტეჩო, უსტამალა, გორშაღლისწყალი, ხეისწყალი.
მარცხენა შენაკადები: აკუშოსხევი, ლიკოკი, გუდანისჭალა.
არხოტის ხევსურეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არხოტის ხევსურეთი
Searchtool-80%.png    მთავარი სტატია : არხოტის ხეობა.
არხოტის ხეობა შემოსაზღვრულია მაღალი მთებით და მყინვარწვერებით, რომელთა სიმაღლე 3000-4000 მეტრამდის აღწევს. არხოტის ხეობაში ჩამონადენი წყლები მდინარედ ერთდება, რომელსაც აგრეთვე არაგვს უწოდებენ. მდინარე არხოტის სათავე იწყება ცირცვლოვანისა და ჭიმღას წყლებისაგან, რომლებიც ჩრდილოეთისაკენ მიედინებიან, მას ერთვის კოლოთანის წყალი, ტანიის წყალი, ბისნის წყალი, ტერღის წყალი და თათელის წყალი. ახიელ-ამღიდან 25 კმ-ის მოშორებით ეს მდინარე შედის ქისტეთში და სოფელ ფეუდან, ხევსურულად „გოშტიგაურიდან“ არაგვის ნაცვლად მას „ასსა“ ეწოდება. აქვეა არხოტისა და ქისტეთის საზღვარი, რომელსაც საქარის მაღალი ჰქვია. არხოტის ხეობაში მცხოვრებ პირიქითა ხევსურებს „არხოტიონებს“ უწოდებენ.

არხოტის ხევსურეთი დასახლებებია: ახიელი, ამღა და ჭიმღა (გაუკაცრიელდა).




No comments:

Post a Comment